ახალი ამბები
სინოპტიკოსები მომდევნო დღეებში წვიმიან ამინდს პროგნოზირებენ
გარემოს ეროვნული სააგენტოს ინფორმაციით, 8-დან 11 აპრილამდე საქართველოში მოსალოდნელია წვიმა, ზოგან ძლიერი, მაღალ მთაში თოვლი, დასავლეთის მიმართულების ძლიერი ქარი, ზღვაზე კი 4-5 ბალიანი შტორმი.

სინოპტიკოსები მოსახლეობას აფრთხილებენ, რომ მოსალოდნელმა ძლიერმა წვიმებმა შესაძლებელია მდინარეებზე წყლის დონეების მნიშვნელოვანი მატება, ხოლო პატარა მდინარეებზე წყალმოვარდნები გამოიწვიოს, ქვეყნის მაღალმთიან რაიონებში შესაძლებელია ზვავების ფორმირება, ხოლო გორაკ-ბორცვიან და მთიან ზონებში მეწყრულ-ღვარცოფული პროცესების ჩასახვა - გააქტიურება.

საფრთხის დონე საშუალოა.

Print