ახალი ამბები
მარტში სამეგრელო-ზემო სვანეთში საარსებო შემწეობა 27 130-მა მოზარდმა აიღო - სტატისტიკა
სოციალური მომსახურების სააგენტოს 2025 წლის მარტის მონაცემებით, სამეგრელო-ზემო სვანეთის მასშტაბით, 27 130 მოზარდი საარსებო შემწეობას იღებს.

უწყების სტატისტიკაზე დაყრდნობით, ამავე საანგარიშო პერიოდში, სარეიტინგო ქულების მიხედვით, რეგიონში 16 წლამდე ასაკის პირებისთვის გადარიცხული თანხა 1,492,760 ლარია.

მუნიციპალიტეტებში საარსებო შემწეობის მიმღები ბავშვების რაოდენობა შემდეგნაირად განისაზღვრა:

აბაშა - 1,860

ზუგდიდი - 9,585

მარტვილი - 3,012

მესტია - 2,038

სენაკი - 2,972

ფოთი - 1,476

ჩხოროწყუ - 1,679

წალენჯიხა - 2,641

ხობი - 1,867

სააგენტოს სტატისტიკის მიხედვით, მარტში საქართველოში საარსებო შემწეობა სულ 250,772 ბავშვმა მიიღო.

ცნობისთვის, სააგენტოს სტატისტიკით, 2025 წლის მარტში, სამეგრელო-ზემო სვანეთში სოციალური დახმარების მიმღებთა რაოდენობა 44,325 პირს შეადგენს.

ცალკეულ მუნიციპალიტეტებს შორის ისევ ზუგდიდი (18,707 ბენეფიციარი) ლიდერობს.
რეგიონში ამავე საანგარიშო პერიოდში 195 პირს საარსებო შემწეობის მიღება შეუჩერდა, 24-ს კი შეუწყდა

Print