ახალი ამბები
12-14 აპრილს გრილი და დროგამოშვებით ნალექიანი ამინდი შენარჩუნდება
გარემოს ეროვნული სააგენტოს ინფორმაციით, მომდევნო დღეებში დასავლეთ საქართველოს დაბლობ და სანაპირო რაიონებში დროგამოშვებით იწვიმებს.

სინოპტიკოსების პროგნოზით, ზუგდიდსა და მარტვილში გრილი ამინდი შენარჩუნდება. 13-14 აპრილს შედარებით გამოიდარებს და ჰაერის ტემპერატურა +16,+18 გრადუსს მიაღწევს.

რაც შეეხება ზემო სვანეთს, მესტიაში 12 აპრილს ზოგან მოთოვს. ჰაერის ტემპერატურა დღისით +0, +5 გრადუსი იქნება. 13-14 აპრილს კი შედარებით გამოიდარებს და დათბება.
Print