რუსული მედიის ინფორმაციით, ავიაკომპანია „Ifly“ ("აიფლაი") ოკუპირებულ აფხაზეთში ფრენებს მაისის მეორე ნახევრიდან დაიწყებს.
"მოსამზადებელი ეტაპის დასრულების შემდეგ გახდება ცნობილი ფრენების დაწყების კონკრეტული თარიღი. ვფიქრობ, რომ ფრენები დაიწყება მაისის მეორე ნახევარში", - განაცხადა Ifly-ს წარმომადგენელმა.
როგორც მან აღნიშნა, ამჟამად მიმდინარეობს რეგულარული ფრენების განხორციელებისთვის მომზადების ტექნიკური ეტაპი. შეისწავლება აეროპორტის ტექნიკური შესაძლებლობა Airbus A330 ტიპის საჰაერო ხომალდების მიღებისა და მომსახურებისთვის.
„ასეთი თვითმფრინავების მომსახურებისთვის საჭიროა სერტიფიცირებული პერსონალი, ტექნიკისა და აღჭურვილობის აუცილებელი რაოდენობა საჰაერო ხომალდების მიწისზედა მომსახურებისთვის. აუცილებელია მომსახურებისა და საწვავით გამართვის ხელშეკრულებების გაფორმება. საჭიროა ფრენების განრიგის მომზადება და დამტკიცება", - დასძინეს ავიაკომპანიაში.
ცნობისთვის, 12 აპრილს, "როსავიაციამ" ორ რუსულ ავიაკომპანიას, iFly-სა და Nordstar-ს, მოსკოვიდან და კრასნოიარსკიდან სოხუმის აეროპორტის მიმართულებით ფრენების ნებართვა მისცა. შესაბამისი ბრძანება რუსეთის რუსეთის საჰაერო ტრანსპორტის ფედერალურმა სააგენტომ საკუთარ ვებ გვერდზე გამოაქვეყნა.
iFly მოსკოვიდან სოხუმის მიმართულებით კვირაში 14 რეისის შესრულებას შეძლებს, Nordstar-ს კი კვირაში 7 ფრენის უფლება მისცეს. ამასთან, Nordstar-მა კრასნოიარსკიდან-სოხუმში კვირაში სამი რეისის შესრულების ნებართვა მიიღო.
7 თებერვალს სოხუმის აეროპორტმა პირველის სატესტო რეისი მიიღო მოსკოვიდან, რომელიც ავიაკომპანია „UVT Aero“-მ განახორციელა.
ამავე თემაზე:
"როსავიაციამ" ორ რუსულ ავიაკომპანიას სოხუმის მიმართულებით ფრენების ნებართვა მისცა
მოსკოვში აცხადებენ, რომ სოხუმის აეროპორტში რეგულარული ფრენები 1 მაისიდან განახლდება
დღეს სოხუმის აეროპორტში მოსკოვიდან პირველი საცდელი ფრენა შესრულდა
სოხუმში საქართველოს სამოქალაქო ავიაციის სააგენტოს განცხადებას ეხმიანებიან
მასალის გამოყენების პირობები