ახალი ამბები
მარტში სამეგრელო-ზემო სვანეთში საარსებო შემწეობის მიმღებთა რაოდენობა შემცირდა - სტატისტიკა
სოციალური მომსახურების სააგენტოს სტატისტიკით, 2025 წლის თებერვალში, სამეგრელო-ზემო სვანეთში საარსებო შემწეობის მიმღებთა რაოდენობა, წინა თვესთან შედარებით, 174-ით შემცირდა. მარტის მონაცემებით, ეს რიცხვი 44, 325 ია.

სტატისტიკაზე დაყრდნობით, რეგიონში ერთ თვეში საარსებო შემწეობა 24,784-მა ქალმა და 19,541 კაცმა მიიღო.

მუნიციპალიტეტებში მონაცემები შემდეგნაირად განისაზღვრა:

აბაშა - 2,970

ზუგდიდი - 18,707

მარტვილი - 3,832

მესტია - 3,145

სენაკი - 5,297

ფოთი - 2,697

ჩხოროწყუ - 1,871

წალენჯიხა - 2,838

ხობი - 2,968

ცნობისთვის, ამავე საანგარიშო პერიოდში სამეგრელო-ზემო სვანეთის მასშტაბით, 27 130-მა მოზარდმა მიიღო საარსებო შემწეობა. სარეიტინგო ქულების მიხედვით, 16 წლამდე ასაკის პირებისთვის გადარიცხული თანხა 1,492,760 ლარია.

ცალკეულ მუნიციპალიტეტებს შორის ისევ ზუგდიდი (18,707 ბენეფიციარი) ლიდერობს. რეგიონში 195 პირს დახმარების მიღება შეუჩერდა, 24-ს კი შეუწყდა.

Print