აღდგომის დღესასწაულთან დაკავშირებით, საქართველოს რკინიგზა 18 და 19 აპრილს,  თბილისი-ფოთი-თბილისის მიმართულებით, რეისებს ამატებს. ამის შესახებ რკინიგზის ვებ გვერდზე ვკითხულობთ.
რეისები შემდეგნაირი განრიგით ჩაინიშნა: 
თბილისიდან გასვლა - 11:05 საათზე, ფოთში ჩასვლა - 17:17 საათზე
ფოთიდან გასვლა - 18:50 საათზე, თბილისში ჩასვლა - 00:56 საათზე. 
ბილეთების შეძენა შესაძლებელია ვებ-გვერდის საშუალებით, ასევე, სწრაფი გადახდის აპარატებით, საქართველოს რკინიგზის სალაროებში და საქართველოს რკინიგზის პარტნიორი კომპანიების მეშვეობით.			
მასალის გამოყენების პირობები