ახალი ამბები
20-21 აპრილს, ზუგდიდის მუნიციპალური ტრანსპორტი სასაფლაოების მიმართულებით უფასოდ ივლის - მერია
აღდგომის დღესასწაულთან დაკავშირებით, 20-21 აპრილს, ზუგდიდის მუნიციპალური ტრანსპორტი დილის 08:00- საათიდან, 15 -საათამდე, სასაფლაოების მიმართულებით, მოსახლეობას უფასოდ მოემსახურება. ამის შესახებ ინფორმაციას ზუგდიდის მერია ფეისბუქ გვერდზე აქვეყნებს.

მათივე განმარტებით, მეორე სკოლის მიმდებარე ტერიტორიიდან, ავტობუსები გავლენ მაცხოვრისკარის, საჯვარო და საანგუროს სასაფლაოს, ქაფათის სასაფლაოს, ჭითაწყარის I და II სასაფლაოს მიმართულებით, ხოლო რკინიგზის სადგურიდან - საკონსერვოსა და ინგირის სასაფლაოს მიმართულებით.

Print