ახალი ამბები
აღდგომის დღეებში სამეგრელოში ჰაერის ტემპერატურა 26 გრადუსს მიაღწევს
გარემოს ეროვნული სააგენტოს ინფორმაციით, სამეგრელოში, მათ შორის მარტვილსა და ზუგდიდში, 19 აპრილს თბილი და უნალექო ამინდი იქნება. 20-21 აპრილს კი ზოგან გაწვიმდება. ჰაერის ტემპერატურა დღისით +24, +26 გრადუსს მიაღწევს.

ამავე ცნობით, სანაპირო რაიონებში, ანაკლიასა და ფოთში +22, +24 გრადუსია მოსალოდნელი.

სინოპტიკოსების პროგნოზით, მომდევნო დღეებში მესტიაში ცვალებადი ამინდი იქნება, ჰაერის ტემპერატურა დღისით +13, +18 გრადუსამდე მოიმატებს.

Print