ახალი ამბები
კავკასიონის ელექტროგადამცემ ხაზზე დაზიანება აღმოფხვრილია - „საქართველოს სახელმწიფო ელექტროსისტემა“

თბილისსა და რეგიონებში ელექტროენერგიის გათიშვა კავკასიონის ელექტროგადამცემ ხაზზე ავარიას უკავშირდება ,ამის შესახებ "საქართველოს ელექტროსისტემაში” მედიას განუცხადეს.

მათივე ინფორმაციით, დაზიანება აღმოფხვრილია და ელექტროენერგიის გამანაწილებელი კომპანიებისთვის მიწოდება კვლავ ჩვეულ რეჟიმში მიმდინარეობს და ელექტროენერგია ქვეყნის მასშტაბით ეტაპობრივად აღდგება.

ამასთან, როგორც „ენგურჰესში“ განაცხადეს, კავკასიონის ელექტროგადამცემი ხაზის გათიშვამ ჰესზე აგრეგატების დროებით გათიშვაც გამოიწვია, თუმცა მათი მუშაობა მალევე განახლდა.












Print