ახალი ამბები
საქართველოს რკინიგზა 21-22 აპრილს ფოთის მიმართულებით რეისებს ამატებს
აღდგომის დღესასწაულთან დაკავშირებით, საქართველოს რკინიგზა 21 და 22 აპრილს თბილისი-ფოთი-თბილისის მიმართულებით, რეისებს ამატებს.
თბილისი-ფოთის მიმართულებით დამატებითი რეისის გასვლის დრო 11:05 საათია, ხოლო ჩასვლის - 17:17 საათი.

ფოთი-თბილისის მიმართულებით კი გასვლის დრო 18:50 საათია, ხოლო ჩასვლის 00:56 საათი.



ბილეთების შეძენა შესაძლებელია ვებ-გვერდის საშუალებით, ასევე, სწრაფი გადახდის აპარატებით, საქართველოს რკინიგზის სალაროებში და საქართველოს რკინიგზის პარტნიორი კომპანიების მეშვეობით.




Print