ახალი ამბები
ქსელში ჩართულია ენგურჰესის სამივე აგრეგატი, რომელიც „კავკასიონზე“ ავარიის გამო დილას გამოირთო, - ენგურჰესი
„მიმდინარე წლის 19 აპრილს, 11.10 საათზე, სიხშირისა და ძაბვის რყევების გამო, რაც ელექტროგადამცემი ხაზი ელექტროგადამცემი ხაზი “კავკასიონის” ქსელში ჩართული ენგურჰესის სამივე აგრეგატი ქსელიდან გამოირთო“, - ინფორმაციას „ენგურჰესი“ ავრცელებს.

ამავე ცნობით, სისტემა რამდენიმე წუთის შემდეგ აღდგა. ამ ეტაპზე, ენგურჰესის სამი აგრეგატი ჩართულია ქსელში, ორი რეზერვშია. სულ ენგურჰესის სამნაქანო დარბაზში 5 აგრეგატია განლაგებული.

საქართველოს სახელმწიფო ელექტროსისტემის ინფორმაციით, დღეს, 19 აპრილს, 500 კვ. ელექტროგადამცემი ხაზი „კავკასიონი“ავარიულად გამოირთო, დაზიანების მიზეზი კი წინასწარი მონაცემებით, ხანძრის კერა გახდა.

ავარიის გამომწვევი მიზეზების დასადგენად დაიწყება გამოძიება - წერია გავრცელებულ განცხადებაში.

„ა.წ. 19 აპრილს 11:08 საათზე ავარიულად გამოირთო 500 კვ. ელექტროგადამცემი ხაზი „კავკასიონი“. წინასწარი მონაცემებით ელექტროგადამცემი ხაზის დაზიანების მიზეზი გახდა ხანძრის კერა.

ელექტროგადამცემი ხაზის გათიშვის შედეგად, ელექტროსისტემაში მოხდა ელექტრული პარამეტრების დარღვევა, გამოირთო ენგურჰესი და სხვა დიდი და მცირე ელექტროსადგურები.

გენერაციის ობიექტების გამორთვის შედეგად 11:15 საათზე საქართველოს თითქმის ყველა რეგიონში მომხმარებლის დაახლოებით 90% შეუწყდა ელექტროენერგიის მიწოდება.

„საქართველოს სახელმწიფო ელექტროსისტემის“ მხრიდან მოხდა მყისიერი რეაგირება, უმოკლეს დროში, 35 წუთში მოხერხდა ელექტროენერგეტიკული სისტემის გამანაწილებელ კომპანიებზე ელექტროენერგიის სრულად მიწოდება“,- ნათქვამია განცხადებაში.


Print