ახალი ამბები
საბერიოში დაღუპული ბავშვების მშობლებს ზუგდიდის სოფელ კოკში საცხოვრებელი სახლი გადასცეს

გალის რაიონის სოფელ საბერიოში ხანძრის შედეგად დაღუპული ბავშვების მშობლებს სახლი გადასცეს. ინფორმაციას აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის მთავრობა ავრცელებს.


აფხაზეთის ა/რ მთავრობის თავმჯდომარე ლევან მგალობლიშვილი პირადად შეხვდა ჭოლარიების ოჯახის წევრებს და გადასცა სახლი, რომელიც ზუგდიდის მუნიციპალიტეტის სოფელ კოკში, „ფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის მთავრობის, ცენტრალური და ადგილობრივი ხელისუფლების ერთობლივი ჩართულობით შეისყიდეს“, - ვკითხულობთ  ინფორმაციაში.

აქვე აღნიშნულია, რომ კომპანია "ელიტ ელექტრონიქსმა“ დაზარალებულ ოჯახს საოჯახო ტექნიკა გადასცა.

ჭოლარიების ოჯახში ტრაგიკული შემთხვევა მიმდინარე წლის 5 იანვარს მოხდა. სახლში გაჩენილ ხანძარს, ხუთი 5 მცირეწლოვანი ბავშვის სიცოცხლე ემსხვერპლა.

 

Print