სოციალური მომსახურების სტატისტიკაზე დაყრდნობით, გასულ თვეს, სამეგრელო-ზემო სვანეთში სახელმწიფო პენსიის მიმღებთა რაოდენობამ 89 572 პირი შეადგინა.
ამავე სტატისტიკით, მათთვის დარიცხული თანხა ჯამში 36 417 306 ლარია.
ცალკეული მუნიციპალიტეტების მიხედვით, პენსიის მიმღებთა რიცხვი შემდეგნაირად გადანაწილდა:
აბაშა - 5,337
ზუგდიდი - 33,420
მარტვილი - 8,585
მესტია - 2,099
სენაკი - 10,294
ფოთი - 9,425
ჩხოროწყუ - 5,777
წალენჯიხა - 7,384
ხობი - 7,251
ამავე ცნობით, 89 572 პირიდან 62 062 ქალია, 27,510 - კაცი.
მასალის გამოყენების პირობები