ახალი ამბები
სამეგრელო-ზემო სვანეთში მოსახლეობის რიცხვი 4.4 ათასით შემცირდა - სტატისტიკა
2025 წლის 1 იანვრის მდგომარეობით, სამეგრელო-ზემო სვანეთში მოსახლეობის რიცხოვნობა 4.4 ათასით შემცირდა და 283.3 ათასს გაუტოლდა. ამის შესახებ სტატისტიკის ეროვნული სამსახურის მონაცემებში ვკითხულობთ.

2024 წელს, აღნიშნული ციფრი 287.796-ს შეადგენდა.

საქსტატის ინფორმაციით, ამჟამად საქალაქო დასახლებაში - 115.4, სასოფლო დასახლებაში კი - 167.8 ადამიანი ცხოვრობს, რაც ჩამორჩება წინა წლების მონაცემებს.

სტატისტიკაზე დაყრდნობით, სამეგრელო-ზემო სვანეთში მოსახლეობის რიცხვი ყოველწლიურად იკლებს.

წლების მიხედვით, რეგიონში მოსახლეობის რაოდენობის დინამიკა შემდეგნაირად გამოიყურება:

2010წ - 364.878

2011წ - 356.656

2012წ - 347.176

2013წ - 339.812

2014წ - 335.093

2015წ - 331.845

2016წ - 328.371

2017წ - 324.168

2018წ - 320.805

2019წ - 316.195

2020წ - 311.113

2021წ - 308.358

2022წ - 301.213

2023წ - 299.29

2024წ - 287.796

ამასთან, საქსტატში ამბობენ, რომ 2025 წლის 1 იანვრის მდგომარეობით, საქართველოს მოსახლეობის რიცხოვნობამ 3 704 500 ადამიანი შეადგინა, რაც წინა წლის შესაბამისი პერიოდის მაჩვენებელთან შედარებით 9.9 ათასით მეტია. მათგან - 1 780 600 კაცი, ხოლო - 1 923 900 ქალია.


ამავე თემაზე: 

სამეგრელო-ზემო სვანეთში მოსახლეობის რიცხვი ყოველწლიურად მცირდება

ბოლო წლებში ზუგდიდში მოსახლეობის რიცხვი მცირდება - სტატისტიკა

Print