ახალი ამბები
1-ელი მაისის ჩათვლით სამეგრელოში ცვალებადი ამინდია მოსალოდნელი
უახლოეს დღეებში საქართველოში გრილი და დროგამოშვებით ნალექიანი ამინდი შენარჩუნდება. ამის შესახებ ინფორმაციას გარემოს ეროვნული სააგენტო აქვეყნებს.

სინოპტიკოსების პროგნოზით, ზუგდიდში, მარტვილში, ანაკლიასა და ფოთში 29 აპრილს უნალექო და ქარიანი ამინდი იქნება, ხოლო 30 აპრილიდან ზოგან გაწვიმდება. ჰაერის ტემპერატურა დღისით +20, +22, სანაპირო რაიონებში კი - +13, +15 გრადუსი იქნება.

ამავე ცნობით, 1-ელ მაისს კი შედარებით დათბება.

მესტიაში ცვალებადი ამინდის ფონზე, ტემპერატურა +13, +18 გრადუსს მიაღწევს.

Print