აფხაზმა მებაჟეებმა ენგურზე საქონლის "უკანონო" გადატანის 15 მცდელობა აღკვეთეს
აფხაზეთის დე ფაქტო რესპუბლიკის ე.წ. სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურმა 2025 წლის 1 კვარტალში ე.წ. "საზღვრის უკანონო კვეთის" 110 შემთხვევა გამოავლინა. ინფორმაციის თანახმად, „სამართალდამრღვევებს“ ადმინისტრაციული პასუხისმგებლობა დაეკისრათ.
დე ფაქტო სუს - ის ცნობით, "საზღვრის" უკანონო კვეთისთვის "სისხლის სამართლის პასუხისგებაში" მიეცა 4 პირი.
ამავე ცნობით, ამავე პერიოდში, მათ ენგურის ხიდზე, ე.წ. საზღვაზრზე სხვადასხვა მიზნით საქონლის "უკანონო" გადატანის 15 მცდელობა აღკვეთეს.
„უკანონო“ საქმიანობის ორგანიზებასა და განხორციელებაში ჩართული პირების მიმართ მიღებულია ზომები ოკუპირებული აფხაზეთის „კანონმდებლობის“ შესაბამისად, ნათქვამია ინფორმაციაში.
მასალის გამოყენების პირობები