ახალი ამბები
ზუგდიდის მუნიციპალიტეტში მოსახლეობის რიცხვი 1 318 ადამიანით შემცირდა - როგორია ბოლო წლების სტატისტიკა
2025 წლის 1 იანვრის მდგომარეობით, ზუგდიდში მოსახლეობის რიცხოვნობა 1 318 ადამიანით შემცირდა და 91 597 გახდა. ამის შესახებ საქსტატის მონაცემებში ვკითხულობთ.

2024 წელს, მუნიციპალიტეტში 92 915 პირი აღირიცხა.

დოკუმენტის მიხედვით, ამჟამად საქალაქო დასახლებაში - 40 067, სასოფლო დასახლებაში კი - 51 53 ადამიანი ცხოვრობს, რაც ნაკლებია წინა წლების მონაცემებზე.

სტატისტიკაზე დაყრდნობით, ბოლო წლებში ზუგდიდში მოსახლეობის რიცხვი მცირდება.

გთავაზობთ სტატისტიკას:

2025წ – 91 597

2024წ – 92 915

2023წ – 97 088

2022წ – 97 100

2021წ – 99 500

2020წ – 100 200

2019წ – 101 800

2018წ – 103 300

2017წ – 104 200

2016წ – 105 700

2015წ – 106 800

ამასთან, საქსტატის მონაცემებით, 2025 წლის 1 იანვრის მდგომარეობით, სამეგრელო-ზემო სვანეთში 4.4 ათასით შემცირდა მოსახლეობის რაოდენობა და 283.3 ათასს გაუტოლდა.


ამავე თემაზე: 

ბოლო წლებში ზუგდიდში მოსახლეობის რიცხვი მცირდება - სტატისტიკა

სამეგრელო-ზემო სვანეთში მოსახლეობის რიცხვი 4.4 ათასით შემცირდა - სტატისტიკა






Print