შინაგან საქმეთა სამინისტროს საექსპერტო-კრიმინალისტიკური დეპარტამენტის სტატისტიკით, 2025 წლის 1-ელ კვარტალში (იანვარი, თებერვალი, მარტი) უწყების თანამშრომლებმა სამეგრელოში ნარკოტიკულ ზემოქმედებაზე 133 პირი შეამოწმეს.
მონაცემების მიხედვით, მათგან 113-ს ნარკოტიკული თრობა დაუდასტურდა.
შსს-ს მიერ გამოქვეყნებულ ინფორმაციაში ვკითხულობთ, რომ უწყებაში წარდგენილ და დადებითი შედეგის მქონე პირებში, ასაკობრივი კატეგორიით, 25-44 წლის მოქალაქეები სჭარბობენ. აღნიშნულ ჯგუფში 83 შემოწმებულიდან 74 დადასტურებული შემთხვევა გამოვლინდა.
უწყებაში აღნიშნავენ, რომ 45-დან 60 წლის ჩათვლით, ნარკოტესტირება 33-მა ადამიანმა გიარა, 26-მა კი დადებითი შედეგი აჩვენა. 60 წლის ზევით შემოწმებული 5 ადამიანიდან 4-ს ნარკოტიკული თრობა დაუდასტურდა.
ცნობისთვის, გასულ წელს, რეგიონში სამეგრელოში ნარკოტიკულ ზემოქმედებაზე შესამოწმებლად 315 პირი წარადგინეს. მათგან 256 ნარკოტიკული ზემოქმედების ქვეშ აღმოჩნდა.
მასალის გამოყენების პირობები