ახალი ამბები
იანვარ-მარტში სამეგრელო ზემო სვანეთში ქალზე ძალადობის 9 შემთხვევა აღირიცხა - შსს-ს სტატისტიკა
შსს-ს საინფორმაციო-ანალიტიკური დეპარტამენტის სტატისტიკით, სამეგრელო-ზემო სვანეთში 2025 წლის პირველ კვარტალში (იანვარი, თებერვალი, მარტი) ქალზე ძალადობის 9 ფაქტი გამოვლინდა, მათ შორის ერთი არასრულწლოვანი იყო.

როგორც უწყება განმარტავს, ერთ მსხვერპლზე - ფიზიკურად, შვიდზე კი - ფსიქოლოგიურად იძალადეს.

ამავე ინფორმაციით, შსს-ს თანამშრომლებმა, რეგიონის მასშტაბით, 18 პიროვნებაზე 9 შემაკავებელი ორდერი გამოსცეს.

ცნობისთვის, აღნიშულ საანგარიშო პერიოდში, ქვეყნის მასშტაბით ქალთა მიმართ ძალადობის 186 შემთხვევა აღრიცხა. მათგან ყველაზე მეტი, 171 ფაქტი ფსიქოლოგიური კატეგორიის იყო.

Print