ახალი ამბები
აპრილში სამეგრელო-ზემო სვანეთში უკანონო ტყითსარგებლობის 13 ფაქტი აღიკვეთა - გზდ
გარემოსდაცვითი ზედამხედველობის დეპარტამენტის ინფორმაციით, 2025 წლის აპრილში სამეგრელო-ზემო სვანეთში ხე-ტყის უკანონო მოპოვება-ტრანსპორტირების 13 შემთხვევა აღირიცხა.

უწყებაში განმარტავენ, რომ ქვეყნის მასშტაბით, უკანონო ტყითსარგებლობის 137 ფაქტი გამოვლინდა, მათ შორის, 98- ხე-ტყის უკანონო მოპოვება-ტრანსპორტირებას ეხება, 39 კი, სახერხი საამქროების მიერ ტექნიკური რეგლამენტის დარღვევისა და უკანონო სახერხი საამქროების აღმოჩენის შემთხვევებია.

როგორც დეპარტამენტში აღნიშნავენ, ჯამში ამოღებულია 141 კუბურ მეტრზე მეტი მოცულობის უკანონოდ მოპოვებული ხე-ტყე. ამავე პერიოდში, დალუქულია 9 ერთეული არარეგისტრირებული სახერხი საამქრო.

სამართალდარღვევებიდან 15 შემთხვევა სისხლის სამართლის დანაშაულის ნიშნებს შეიცავს. მასალები, შემდგომი რეაგირების მიზნით შესაბამის უწყებებში გადაიგზავნა.

Print