ახალი ამბები
აპრილში სამეგრელო-ზემო სვანეთში სახელმწიფო პენსიის მიმღებთა რაოდენობა 89 691-მდე გაიზარდა
სოციალური მომსახურების სტატისტიკაზე დაყრდნობით, გასულ თვეს, აპრილში სამეგრელო-ზემო სვანეთში სახელმწიფო პენსიის მიმღებთა რაოდენობა 119-ით გაიზარდა და 89 691 პირს მიაღწია.

ამავე სტატისტიკით, მათთვის დარიცხული თანხა ჯამში 36,489,922 ლარია.

ცალკეული მუნიციპალიტეტების მიხედვით, პენსიის მიმღებთა რიცხვი შემდეგნაირად გადანაწილდა:

აბაშა - 5,331

ზუგდიდი - 33,505

მარტვილი - 8,586

მესტია - 2,103

სენაკი - 10,305

ფოთი - 9,452

ჩხოროწყუ - 5,780

წალენჯიხა - 7,374

ხობი - 7,255

ამავე ცნობით, 89 691 პირიდან 62,123 ქალია, 27, 568 - კაცი.

Print