ახალი ამბები
დღის ბოლოდან ამინდის გაუარესებაა მოსალოდნელი - გარემოს დაცვის ეროვნული სააგენტო მოქალაქეებს აფრთხილებს
გარემოს დაცვის ეროვნული სააგენტოს გაცხადებით, საქართველოში 10 მაისის დღის ბოლოდან 14 მაისამდე ამინდი გაუარესდება.
„10 მაისის დღის ბოლოდან 14 მაისამდე საქართველოში მოსალოდნელია დროგამოშვებით წვიმა - ზოგან ძლიერი, შესაძლებელია ელჭექი, სეტყვა და ქარის გაძლიერება.

მოსალოდნელმა ნალექებმა საქართველოს მდინარეებზე შესაძლებელია წყლის დონეების მნიშვნელოვანი მატება, პატარა მდინარეებზე წყალმოვარდნები, ხოლო ქვეყნის გორაკ-ბორცვიან და მთიან ზონებში მეწყრულ-ღვარცოფული პროცესების ჩასახვა-გააქტიურება გამოიწვიოს“, - ვკითხულობთ გარემოს ეროვნული სააგენტოს მიერ გავრცელებულ ინფორმაციაში.

Print