ახალი ამბები
სამ თვეში სამეგრელო-ზემო სვანეთში ოჯახური ძალადობის მსხვერპლი 106 პირი გახდა- სტატისტიკა
საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროს საინფორმაციო ანალიტიკური დეპარტამენტის სტატისტიკით, 2025 წლის პირველ კვარტალში (იანვარი, თებერვალი, მარტი) სამეგრელო-ზემო სვანეთში ოჯახში ძალადობის მსხვერპლი 106 პირი იყო. აქედან 88 - მდედრობითი, 18 - მამრობითი სქესისაა.

ამავე ინფორმაციით, მსხვერპლებს შორის 11 არასრულწლოვანია.

შსს-ს ცნობით, ამავე საანგარიშო პერიოდში, რეგიონში გამოვლენილი ძალადობის სახეების მიხედვით, მონაცემები შემდეგნაირად ნაწილდება: 27-ფიზიკური, 102-ფსიქოლოგიური, 1-სექსუალური, 3-უგულებელყოფა.

მოძალადეებს შორის 87 - მამაკაცი, ხოლო 14 - ქალია.

ამავე სტატისტიკის მიხედვით, იანვარ-მარტში 207 პირზე 112 შემაკავებელი ორდერი გამოიწერა.

როგორც დოკუმენტიდან ირკვევა, ქვეყნის მასშტაბით, ოჯახში ძალადობის მსხვერპლი 1,858 ადამიანი გახდა.

Print