ახალი ამბები
მომხდარი ტრაგედიის გამო, ბოლო ზართან დაკავშირებით 19 მაისს დაგეგმილი კონცერტი აღარ შედგება - სამეგრელო-ზემო სვანეთის სახელმწიფო რწმუნებული
სამეგრელო-ზემო სვანეთის სახელმწიფო რწმუნებული დავით ვერავა ღრმა მწუხარებას გამოთქვამს თბილისში მომხდარი ავტოსაგზაო შემთხვევის გამო, რომელსაც ზუგდიდელი ახალგაზრდების სიცოცხლე ემსხვერპლა.

მისივე განმარტებით, მომხდარი ტრაგედიის გამო, ზუგდიდის მერიასთან ერთად, გადაწყდა, რომ ბოლო ზართან დაკავშირებით 19 მაისს დაგეგმილი კონცერტი აღარ შედგება.
ცნობისთვის, საგანგებო სიტუაციების მართვის სამსახურის მეხანძრე-მაშველებმა, გუშინ, 14 მაისს, თბილისში მომხდარი ავტოსაგზაო შემთხვევის დროს, მდინარე მტკვარში გადავარდნილი ავტომობილის ორი მგზავრის, ზუგდიდელი ახალგაზრდების ცხედრები იპოვეს. მათ უტარდებათ ყველა შესაბამისი, სამართლებრივი პროცედურა. მდინარე მტკვრის ფსკერიდან ამოტანილია ავტომობილიც. ერთი პირის ძებნა-შველის ოპერაცია კი, უწყვეტ რეჟიმში გრძელდება.
Print