ახალი ამბები
კონგრესმენი უილსონი: სირიის საგარეო მინისტრს ვთხოვე, სამხრეთ ოსეთი და აფხაზეთი აღიაროს საქართველოს სუვერენული ტერიტორიის ნაწილად
ამერიკელი კონგრესმენი, ჯო უილსონი აცხადებს, რომ სირიის საგარეო საქმეთა მინისტრს სთხოვა, სირიამ გაიწვიოს რუსეთის მიერ საქართველოს ოკუპირებული ტერიტორიების „დამოუკიდებლობის“ აღიარება.

„მქონდა შესაძლებლობა, მეთხოვა საგარეო საქმეთა მინისტრ [ასაად] ალ-შიბანისთვის, რომ შეაბრუნოს ასადის რეჟიმის უკანონო გადაწყვეტილება და სირიამ სამხრეთ ოსეთი და აფხაზეთი აღიაროს საქართველოს სუვერენული ტერიტორიის ნაწილად“, ეს მარტივი ნაბიჯი იქნებოდა ძალის ჩვენება [სირიის მხირდან] და აჩვენებდა სირიის ახალი გზისადმი ერთგულებას“, - წერს უილსონი პლატფორმა X-ზე.

„მეგობარი აქტის“ თანაავტორი და „ჰელსინკის კომისიის“ თანათავმჯდომარე წერს, რომ სირიის საგარეო საქმეთა მინისტრსთან შეხვედრა 2025 წლის თებერვალში მიუნხენში შედგა.

საქართველოს რეგიონების - აფხაზეთის და ე.წ. სამხრეთ ოსეთის "დამოუკიდებლობა" , სირიის მაშინდელმა ხელისუფლებამ, 2018 წლის მაისში აღიარა.

2020 წლის 6 ოქტომბერს დამასკოში "აფხაზეთის საელჩო" გაიხსნა.








Print