გაგრის რაიონში სოფელ ფსახარასთან (კოლხიდა) ერთ- ერთი ავტომობილის მძღოლმა საჭე ვერ დაიმორჩილა და შედეგად, ერთმანეთს სამი ავტომობილი შეეჯახა.
გამოცემა „აიაშარას“ თანხმად, დაღუპულია ერთი ადამიანი, აფხაზეთის მკვიდრი.
კიდევ ორი, რუსეთის მოქალაქე, რომელიც მეორე ავტომობილში იმყოფებოდა, დაშავდა. ისინი სამედიცინო დაწესებულებაში გადაიყვანეს.
ამავე ცნობით, მესამე მანქანის მძღოლი არ დაშავებულა.
შემთხვევა 18 მაისს, საღამოს საათებში მოხდა.
მასალის გამოყენების პირობები