ახალი ამბები
ზუგდიდში 1003-მა მეთორმეტეკლასელმა წელს სკოლა დაასრულა
ზუგდიდის მუნიციპალიტეტის მასშტაბით დღეს მეთორმეტეკლასელებისთვის ბოლო ზარი დაირეკა.

ადგილობრივი რესურსცენტრის ხელმძღვანელმა მამუკა ბულიამ რადიო „ათინათს“ უთხრა, რომ მიმდინარე წელს სწავლა 1003-მა მეთორმეტეკლასელმა დაასრულა. აქედან 966 - საჯარო, 37 - კერძო სკოლის მოსწავლეა.

მისივე თქმით, ბოლო ზართან დაკავშირებული ღონისძიებების უმრავლესობა დღეს ტარდება, თუმცა, ცალკეულ სკოლებში, მათ მიერ შედგენილი განრიგის შესაბამისად, 21 მაისსაც იგეგმება სასწავლო პროცესის დასრულების აღსანიშნავი ცერემონია.

ცნობისთვის, ზუგდიდის საჯარო და კერძო სკოლებში 2023 წელს სწავლა 1079-მა, 2024 წელს კი - 1046-მა მეთორმეტეკლასელმა დაასრულა.

საქსტატის ინფორმაციით, ქვეყნის მასშტაბით, 2024-2025 წელს სკოლებში 41 199 დამამთავრებელი კლასის მოსწავლე ირიცხებოდა.

Print