ახალი ამბები
დამოუკიდებლობის დღისადმი მიძღვნილი ღონისძიებების განრიგი ზუგდიდში
26 მაისს, საქართველოს საქართველოს დამოუკიდებლობის აქტის მიღებიდან 107 წლის თავზე, ზუგდიდში, ცენტრალურ მოედანზე, ტრადიციულად, საზეიმო ღონისძიებები გაიმართება.

ღონისძიებების განრიგთან დაკავშირებით, ზუგდიდის მუნიციპალიტეტის მერია საკუთარ ფეისბუქ გვერდზე ინფორმაციას ავრცელებს.

მათივე განმარტებით, თავისუფლების მოედანზე სხვადასხვა აქტივობები 12:00 საათიდან დაიწყება, 18:00 საათზე კი საზეიმო კონცერტი ჩატარდება.
განრიგი შემდეგნაირია:

12:00 – 19:00 სამხედრო ტექნიკის გამოფენა

12:00 -20:00 შემეცნებით-გასართობი სივრცის პროგრამა:

• შემეცნებით-საგანმანათლებლო აქტივობები;
• საბავშვო, გასართობი აქტივობები;
• ციფრული კუბი;
• პლანეტარიუმი;
• საავიაციო შოუ;
• კულინარიული შოუ;
• თეატრალური პერფორმანსები;
• სპორტული შეჯიბრებები;
• მოსიარულე ორკესტრი;

12:00 – 20:00 - პროფესიული კოლეჯების გამოფენა და მასტერკლასები

12:00 – 20:00 - საქართველოს ინოვაციების და ტექნოლოგიების სააგენტო - ,,ტექნოპარკ საქართველოს” პავილიონი (3D მოდელირება და დრონები, 3D სკანირება და VR ტექნოლოგია, ანიმაციის და STEAM ვორქშოფი ბავშვებისთვის და მშობლებისთვის)

12:00 – 15:00 - დღის კონცერტი ადგილობრივი შემსრულებლების მონაწილეობით

17:10 - ერთად ვუმღეროთ ჰიმნი თავისუფლებას!

18:00 - საზეიმო კონცერტი:

ზვიად ბოლქვაძე, ნათია პერანიძე, ანი კეკუა, ნეკა სებისკვერაძე, ეკა დოლიძე, თიკა მახალდიანი, მერაბ ვარდოსანიძე, ინგა ბერაძე, ნუგზარ კვაშალი, სალომე ბაკურაძე, გიორგი მეფისაშვილი, კვარტეტი „უნისონი“.

დამოუკიდებლობის დღე, საქართველოს განათლების, მეცნიერებისა და ახალგაზრდობის სამინისტროს ორგანიზებითა და ზუგდიდის მუნიციპალიტეტის მერიის მხარდაჭერით აღინიშნება.

Print