საგანგებო სიტუაციების მართვის სამსახურში მედიას უდასტურებს, რომ მაშველებმა მტკვარში გადავარდნილი მანქანის კიდევ ერთი მგზავრის, გიორგი შამუგიას ცხედარი იპოვეს.
სამძებრო სამუშაოები 10 დღის განმავლობაში მიმდინარეობდა.
შემთხვევა 14 მაისს მოხდა. ავტომობილში, რომელიც ავტოსაგზაო შემთხვევის შედეგად, მტკვარში გადავარდა, 4 ადამიანი იმყოფებოდა, 1-ის გადარჩენა მაშველებმა მოახერხეს, 2 - ის ცხედარი კი მოგვიანებით
ამოასვენეს წყლიდან.
იმავე დღეს
დააკავეს პირი, რომელმაც ავარიული ვითარება შეუქმნა ავტომობილს, რომლის მძღოლმაც საჭე ვერ დაიმორჩილა და მტკვარში გადავარდა. მას ბრალდება საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 276-ე მუხლის მე-8 ნაწილით (ავტომობილის მოძრაობის უსაფრთხოების ან ექსპლუატაციის წესის დარღვევა, რამაც ორი ან მეტი პირის სიცოცხლის მოსპობა გამოიწვია) წარედგინა, რაც სასჯელის სახედ და ზომად 10 წლამდე თავისუფლების აღკვეთას ითვალისწინებს.
მასალის გამოყენების პირობები