ზუგდიდიდან და ფოთიდან ლუგარის ლაბორატორიაში გაგზავნილი ხუთივე ანალიზზე
უარყოფითი პასუხი მოვიდა. კორონავირუსი არ დაუდასტურდა ინფიცირებული სპორტსმენის კლასტერის სამ წევრს, რომელიც ზუგდიდის ინფექციურ საავადმყოფოში ანაკლიის საკარანტინო ზონიდან დღეს გადაიყვანეს. ერთ- ერთი მათგანი უკვე დააბრუნეს საკარანტინო ზონაში.
ასევე უარყოფითი პასუხი მოვიდა ევექსის კლინიკაში მოთავსებული ქალის ანალიზზე. მედიკოსების თქმით, პაციენტს არ ჰქონია საეჭვო კონტაქტები და ის რეფერალურ ჰოსპიტალში ვირუსისთვის დამახასიათებელი ნიშნებით შევიდა, ამავე ცნობით, მას მალევე გადაიყვანენ პალატაში.
ლუგარიდან ასევე მოვიდა იმ პაციენტის ანალიზის პასუხი , რომელიც ფოთის "ცხელების ცენტრში" შეიყვანეს. კორონავირუსი არც მას დაუდასტურდა.
მასალის გამოყენების პირობები