ახალი ამბები
საქართველოში კორონავირუსის 29 ახალი შემთხვევა გამოვლინდა
საქართველოში Covid 19-ით ინფიცირების 29 ახალი შემთხვევა გამოვლინდა. ამის შესახებ ინფორმაცია მთავრობის სპეციალურ ვებგვერდზე დღეს განახლდა. საერთო ჯამში, ქვეყანაში კორონავირუსის 485 შემთხვევაა დადასტურებული. მათ შორის გამოჯანმრთელებულია 139 მოქალაქე, 6 კი გარდაცვლილი.

უცხოეთიდან სამკურნალოდ გადმოყვანილია საქართველოს სამი მოქალაქე.

საიტზე განახლებული სტატისტიკით კარანტინის რეჟიმში იმყოფება 4928, ხოლო სტაციონარში მეთვალყურეობის ქვეშ – 522 პირი.
Print