ახალი ამბები
სამეგრელო-ზემო სვანეთში ასაცრელი მოსახლეობის 31% ვაქცინირებულია - NCDC
დაავადებათა კონტროლის ეროვნული ცენტრის სამეგრელო-ზემო სვანეთის განყოფილების ბოლო მონაცემებით რეგიონის მასშტაბით კორონავირუსის საწინააღმდეგო ვაქცინით 105 582 მოქალაქეა აცრილი, აქედან 45 014 ორივე დოზით, 60 568 კი ერთჯერადად. ამ მაჩვენებლით, სრულად ვაქცინირებულია ასაცრელი მოსახლეობის 31%. 

ყველაზე მეტი აცრილი ადამიანი ზუგდიდშია აღრიცხული.

იმუნიზაციის პროცესში ჩართვა მსურველებს რეგიონის მასშტაბით არსებულ 26 პუნქტში შეუძლიათ. სამეგრელო-ზემო სვანეთში 50-ზე მეტი ამცრელი ბრიგადა მუშაობს. 


ამავე თემაზე: 

ვაქცინაციის გათამაშებაში ამ ეტაპისთვის ზუგდიდში აცრილმა 23-მა ადამიანმა მოიგო

ზუგდიდის ცენტრში ვაქცინაციის ცენტრი გაიხსნა

სად შეძლებთ კორონავირუსის საწინააღმდეგო აცრის გაკეთებას სამეგრელო-ზემო სვანეთში


Print