საზოგადოება
ხვალ და ზეგ საქართველოს უმეტეს რაიონში ძლიერი ქარი იქნება
7-8 თებერვალს საქართველოში დღის განმავლობაში ტემპერატურა დაიკლებს და ნალექია მოსალოდნელი. ამის შესახებ გარემოს ეროვნული სააგენტოს ჰიდრომეტეოროლოგიური პროგნოზირების სამსახურის უფროსი სვეტლანა ნიორაძე აცხადებს.

7 თებერვალს საქართველოს უმეტეს რაიონში ძლიერი ქარი იქნება -10-15 მეტრი წამში და დროგამოშვებით – 20-25 მეტრი წამში.

8 თებერვალს დასავლეთ საქართველოში იწვიმებს, ხოლო აღმოსავლეთ საქართველოს ზოგიერთ რაიონში მოთოვს.

სვეტლანა ნიორაძის განმარტებით, მომდევნო სამი დღის განმავლობაში ღამით ძლიერი ყინვები მოსალოდნელი არ არის.

Print