საზოგადოება
22 თებერვლიდან საქართველოში ამინდი გაუარესდება
21 თებერვალს საქართველოს ზოგიერთ რაიონში მოსალოდნელია ნალექიანი ამინდი. დასავლეთ საქართველოში ჰაერის ტემპერატურა იქნება +7, +12, აღმოსავლეთ საქართველოში +3, + 8 გრადუსი.
გარემოს ეროვნული სააგენტოს ჰიდრომეტეოროლოგიური პროგნოზების სამსახურის ინფორმაციით, 22 თებერვლიდან საქართველოში ამინდი საგრძნობლად გაუარესდება და უმეტეს რაიონებში იწვიმებს,ასევე ქვეყნის მთელ ტერიტორიაზე ქარი გაძლიერდება. ზოგიერთ რაიონში ქარის სიჩქარე წამში 20-25 მეტრი იქნება.

22 თებერვალს ჰაერის ტემპერატურა დასავლეთ საქართველოს დაბლობშიც დაიწევს და დღისით 5-10 გრადუსის ფარგლებში იქნება, აღმოსავლეთ საქართველოში ბარში – 7-12 გრადუსის ფარგლებში.

აღმოსავლეთ საქართველოს ბარში კი ღამით ყინვა -2;+3 გრადუსი დაფიქსირდება, დასავლეთ საქართველოს დაბლობში ღამით ტემპერატურა 0;+5 გრადუსი იქნება.

აღმოსავლეთ საქართველოს მაღალმთიან რაიონებში ღამით ყინვები შენარჩუნდება და საშუალოდ -8;-10 გრადუსის ფარგლებში იქნება.

23 თებერვალს,სინოპტიკოსების ვარაუდით, შედარებით უკეთესი ამინდია მოსალოდნელი, თუმცა ტემპერატურა მკვეთრად არ მოიმატებს.


Print