ზუგდიდში სოციალური სერვისების ხელმისაწვდომობაზე შეხვედრა გაიმართა (ვიდეო)
18:18 / 17.03.2016
ქალაქ ზუგდიდის მუნიციპალიტეტის საკრებულოს სხდომათა დარბაზში
"სერვისებსა და პროგრამებზე ხელმისაწვდომობის" თემაზე შეხვედრა
გაიმართა. დისკუსიას ადგილობრივი ხელისუფლების, სამოქალაქო სექტორისა
და საერთაშორისო არასამთავრებო ორგანიზაციების წარმომადგენლები
დაესწრნენ.
მრგვალი მაგიდის ფორმატის შეხვედრა საქველმოქმედო ჰუმანიტარული
ცენტრის "აფხაზეთის" მიერ იყო ორგანიზებული.
შეკრებაზე ორი კვლევის - "მოხუცთა დაცვის მონიტორინგი" და "დევნილთა
საარსებო წყაროები და ინტეგრაცია" შედეგები წარმოადგინეს.
საქველმოქვედო ჰუმანიტარული ცენტრი "აფხაზეთი" (CHCH) ლტოლვილთა
დანიის საბჭოსთან (DRC) ერთად ევროკავშირის (EU) ფინანსური
ხელსეწყობით პროექტს - "დამოკიდებულებიდან თვითკმარობამდე-ინოვაციური
და ეფექტური საარსებო წყაროების გადაწყვეტილებები საქართველოსთვის"
ახორციელებს.
პროექტის მიზანია იძულებით გადაადგილებული და მასპინძელი თემების
ეკონომიკური ინტეგრაციის ხელშეწყობა გრეძელვადიანი და მდგრადი
საარსებო წყაროების შესაძლებლობების უზრუნველყოფის გზით. პროექტი
საქართველოს 5 ქალაქში (ქუთაისი, წყალტუბო, ფოთი, ზუგდიდი, ბათუმი)
ხორციელდება. "აფხაზეთის" ზუგდიდის ცენტრის პარტნიორია ადგილობრივი
ა/ო "საუნჯე".
მასალის გამოყენების პირობები