საზოგადოება
”საერთაშორისო გამჭვირვალობა” - პრეზიდენტმა საკუთარი განკარგულება უკან უნდა გაიწვიოს
”საერთაშორისო გამჭვირვალობა - საქართველოს” პროექტების კოორდინატორი ლევან ნატროშვილი აცხადებს, რომ საარჩევნო კამპანია არჩევნების დანიშვნის თაობაზე გამოცემული სამართლებრივი აქტის გამოქვეყნებისთანავე უნდა დაიწყოს და არა 8 აგვისტოს.

მისივე თქმით, პრეზიდენტის განკარგულებაში არსებული მითითება 8 აგვისტოდან ამოქმედების შესახებ, ვერანაირად ვერ აღსრულდება, ვინაიდან საარჩევნო კოდექსში წერია, რომ საარჩევნო კამპანია არჩევნების დანიშვნის თაობაზე გამოცემული სამართლებრივი აქტის გამოქვეყნებისთანავე იწყება.

”საერთაშორისო გამჭვირვალობა - საქართველოში” მიიჩნევენ, რომ ამ შემთხვევაში მიზანშეწონილია, პრემიერ-მინისტრმა არ მისცეს თანხმობა პრეზიდენტის განკარგულებას და შენიშვნებით უკან დაუბრუნოს.

საქართველოში საპარლამენტო არჩევნები 8 ოქტომბერს დაინიშნა.


Print