საზოგადოება
საქართველოში სწავლება „ღირსეული პარტნიორი“ იწყება
ვაზიანის სამხედრო აეროდრომზე ქართველი, ამერიკელი და ბრიტანელი სამხედროები სწავლება „ღირსეული პარტნიორის“ დასაწყებად ემზადებიან. მზადების პროცესში ჩართულია ქართულ-ამერიკულ წვრთნებში მონაწილე ამერიკული M1A2 ტიპის ტანკები „ABRAMS“ და ქვეითთა საბრძოლო მანქანები „M2 BRADLEY“, ასევე, ქართულ შეიარაღებაში არსებული T-72 ტიპის ტანკები და ქვეითთა საბრძოლო მანქანები БМП-2. მზადების პროცესს საქართველოს შეიარაღებული ძალების გენერალური შტაბის უფროსი, გენერალ-მაიორი ვახტანგ კაპანაძე დაესწრო.

ქართულ-ამერიკული სწავლება, ოფიციალურად, 11 მაისს დაიწყება და მასში 1300 სამხედრო მოსამსახურე მიიღებს მონაწილეობას. სწავლებაში აშშ-ის არმიის ევროპული სარდლობის 650, 500 ქართველი და 150 ბრიტანელი სამხედრო ჩაერთვება.
Print