პოლიტიკა
საქართველოს სუვერენული რეიტინგის პერსპექტივა გაუარესდა

საერთაშორისო სარეიტინგო სააგენტო Fitch-მა ქვეყნის გრძელვადიანი საკრედიტო რეიტინგი უცხოურ და ეროვნულ ვალუტებში BB-ის დონეზე დაადასტურა,მაგრამ

ამავდროულად პოზიტიურიდან სტაბილურობამდე შეამცირა სუვერენული რეიტინგის პერსპექტივა.ფაქტობრივად ეს ნიშნავს, რომ რეიტინგი შენარჩუნებულია, მაგრამ მისი გაუმჯობესების პერსპექტივა არ არის. სააგენტოს მიერ გამოქვეყნებულ ამ მონაცემებს ერთვის დეტალური განმარტება იმისა, თუ რის საფუძველზეა მიღებული ასეთი გადაწყვეტილება.რეიტინგის პერსპექტივის შეცვლას შეფასებები მოყვა საქართველოშიც. ფინანსთა მინისტრის მოადგილე ამბობს, რომ საერთაშორისო სარეიტინგო სააგენტო Fitch-მა არა რეიტინგი, არამედ პერსპექტივა შეგვიცვალა.

„ფიჩმა რეიტინგი არ შეგვიცვალა, შეგვიცვალა პერსპექტივა მხოლოდ, მის ანგარიშში ცალსახად არის ის მიზეზები რის გამოც ეს მოხდა. ეს არის გარე შოკები, სამეზობლო ქვეყნების ეკონომიკური მდგომარეობა და რუსეთი ფაქტორი და ასევე ნავთობის ფასის შემცირება,“ - განაცხადა ფინანასთა მინისტრის მოადგილე ლაშა ხუციშვილმა.

უკეთეს მაჩვენებელს ელოდა უმრავლესობის წევრი ზვიად ძიძიგური, რომელიც ამბობს, რომ საკმაოდ არასასიამოვნოა ეს რეიტინგები, თუმცა ის რეგიონში არსებული მდგომარეობიდან გამომდინარეობს, ოპოზიცია კი ხელისუფლების მხრიდან გადადგმულ არასაკმარის ნაბიჯებზე საუბრობს და არსებულ რეიტინგებს, სწორედ მთავრობის არასწორ პოლიტიკას უკავშირებს.


სამი მარტივი ნაბიჯი სესხის ასაღებად: mamy.ge

Print
თეგები: სესხი / mamy.ge /