პოლიტიკა
ქართულ-ამერიკული სწავლებისთვის საჭირო ტექნიკა უკვე საქართველოშია
ქართულ-ამერიკულ სწავლება „Noble Partner 2016-ში“ მონაწილეობის მისაღებად გამოგზავნილი ამერიკული მძიმე ტექნიკა ფოთის პორტში უკვე ჩამოიტვირთა და ეშელონებით ვაზიანის მიმართულებით დაიძრა.

საქართველოს თავდაცვის სამინისტროს ინფორმაციით, აშშ-ის არმიის ეროვნული გვარდიის ტანკები და ქვეითი საბრძოლო მანქანები ბულგარეთში, ვარნას პორტში ბორანზე დაიტვირთა და შავი ზღვით საქართველოსკენ 2 მაისს წამოვიდა.

ქართულ-ამერიკული სწავლება „ღირსეული პარტნიორი“ საქართველოში მეორედ ტარდება და ქართული ასეულის ნატოს სწრაფი რეაგირების ძალებში (NRF) მონაწილეობისთვის მზადყოფნის ამაღლებას ისახავს მიზნად. სწავლების სცენარი კი სტაბილურობის, შეტევა/თავდაცვის ოპერაციებს ემყარება.

ქართულ-ამერიკული სწავლება ოფიციალურად 11 მაისს დაიწყება და 26 მაისამდე გაგრძელდება.
Print