პოლიტიკა
IRI საპარლამენტო არჩევნებზე საერთაშორისო სადამკვირვებლო მისიას გამოგზავნის
IRI-ს ევრაზიის განყოფილების დირექტორის სტივენ ნიქსის განცხადებით, ”საერთაშორისო რესპუბლიკური ინსტიტუტი” საქართველოში დამკვირვებლებს მოავლენს.

” ჩვენი სტანდარტული მისია დაახლოებით 30-50 წევრისგან შედგება. გრძელვადიანი დამკვირვებლები საქართველოში 2 თვეს, მოკლევადიანები კი ერთ კვირას გაატარებენ”.

მისივე თქმით, IRI მომდევნო გამოკითხვას სექტემბერში გეგმავს. ორ კვირაში კი თბილისს თავადაც ეწვევა და მთავრობის და პოლიტიკური პარტიების წარმომადგენლებს შეხვდება.
Print