მერიის სამსახური საბიუჯეტო თანხების არამიზნობრივ ხარჯვაში დაადანაშაულეს (ვიდეო)
11:43 / 04.06.2016
ფრაქცია „ზუგდიდის მომავლისთვის“ თავმჯდომარე ლაშა ფარცვანიამ მერიის
კულტურის, განათლების,
სპორტის, ძეგლთა დაცვის და ახალგაზრდულ საქმეთა სამსახური საბიუჯეტო
სახსრების არამიზნობრივ ხარჯვაში დაადანაშაულა.
მისივე თქმით, ამ სამსახურის მიერ გაფორმდა სამი ხელშეკრულება,
საიდანაც ირკვევა, რომ განათლების ფინანსური ხელშეწყობის ნაცვლად,
თანხა სულ სხვა მიმართულებით დაიხარჯა.
„გაფორმებულია სამი ხელშეკრულება, სადაც მოთითებულია რომ კულტურული
ღონისძიებებისთვის ტორტები და ყვავილების თაიგული არის შესყიდული.
ასევე "დიარონთან" არის გაფორმებული ხელშეკრულება, სადაც აღნიშნული
შესყიდვები მითითებულია, როგორც კულტურული ღონისძიებებისთვის და თანხა
გადარიცხულია საჯარო სკოლების ხელშეწყობის ფინანსური მხარდაჭერის
კოდიდან. “ - განაცხადა მან.
მისივე თქმით, ჯამში სამივე ხელშეკრულების მიხედვით, 3 444 ლარი
გადაირიცხა, რაც ლაშა ფარცვანიას მტკიცებით, საბიუჯეტო სახსრების
არამიზნობრივი ხარჯვაა.
მასალის გამოყენების პირობები