პოლიტიკა
აბაშიძე-კარასინის შეხვედრა პრაღაში გაიმართება
პრაღაში დღეს რუსეთთან ურთიერთობის საკითხებში საქართველოს პრემიერ-მინისტრის სპეციალური წარმომადგენლის ზურაბ აბაშიძისა და რუსეთის საგარეო საქმეთა მინისტრის მოადგილის გრიგორი კარასინის მორიგი შეხვედრა შედგება.

„ჩვენ გვაქვს სტაბილური დღის წესრიგი, რომელიც, ძირითადად, მოიცავს სავაჭრო-ეკონომიკურ ურთიერთობებს, სატრანსპორტო და ჰუმანიტარულ საკითხებს, ტურიზმს. ამ დღის წესრიგის მიხედვით ვიმსჯელებთ’’, - განაცხადა ზურაბ აბაშიძემ.

საქართველოში ჩატარებული საპარლამენტო არჩევნების შემდეგ ეს აბაშიძე-კარასინის პირველი შეხვედრაა.

Print