მსოფლიო
ბავარიაში მატარებლების შეტაკების შედაგად 8 ადამიანი დაიღუპა

ბავარიაში, გერმანიის სამხრეთით მატარებლების შეტაკება მოხდა. ადგილობრივი პოლიციის წინასწარი მონაცემებით,

დაღუპულია სულ ცოტა, 8 ადამიანი. ასამდე მგზავრმა სხეულის დაზიანებები მიიღო, რომელთაგან 15 კრიტიკულ მდგომარეობაშია. 
შეტაკება საკურორტო ქალაქ ბად-აიბლინგთან 60 კმ-ში მოხდა.
"ბი ბი სი"-ს ინფორმაციით, შეჯახების შედეგად ერთ-ერთი მატარებელი რელსებიდან გადავიდა და მისი რამდენიმე ვაგონი ამოტრიალდა.
ადგილზე მობილიზებულია სამაშველო სამსახურები. შეტაკების ზუსტი მიზეზები ჯერჯერობით დაუდგენელია.

 

Print