სამართალი
საკონსტიტუციო სასამართლოს ახალი თავმჯდომარე ჰყავს
პლენუმის 8 წევრიდან 5-მა ხმა ზაზა თავაძეს მისცა, დანარჩენმა 3-მა კი მეორე კანდიდატს ირინა იმერლიშვილს. თავმჯდომარის არჩევისთვის კენჭისყრა დახურულ ფორმატში წუხელ გაიმართა.

ზაზა თავაძე საკონსტიტუციო სასამართლოს თავმჯდომარის თანამდებობას, თითქმის, 4 წლის ვადით დაიკავებს.

როგორც თავად ამბობს, იგი საკადრო გადაწყვეტილებებს 10 დღის განმავლობაში მიიღებს.

Print