სამეგრელოში, სავარაუდოდ, მამამ შვილი ნაჯახით მოკლა, ცოლი კი დაჭრა
სოფელ ხაბუმეში შუახნის მამაკაცმა, სავარაუდოდ, საკუთარი შვილი
ნაჯახით მოკლა, მეუღლე კი დაჭრა.
არსებული ინფორმაციით, მას ფსიქიკურ ჯანმრთელობასთან დაკავშირებული
პრობლემები აქვს.
ჩხოროწყუს მუნიციპალიტეტის მერის დავით გოგუას თქმით, მოკლული 35
წლამდეა, რაც შეეხება დაჭრილს, ის ზუგდიდის რეფერალურ საავადმყოფოში
გადაიყვანეს.
შს სამინისტროში რადიო „ათინათს“
განუცხადეს, რომ დეტალებს არკვევენ და კომენატრს მოგვიანებით
გააკეთებენ.
ფოტო:
ინტერნეტი
მასალის გამოყენების პირობები