ახალი ამბები
ცოლის დაჭრაში ბრალდებულს ზუგდიდის სასამართლომ წინასწარი პატიმრობა შეუფარდა
ზუგდიდის რაიონულმა სასამართლომ ცოლის დაჭრაში ბრალდებულ მამაკაცს ორთვიანი წინასწარი პატიმრობა შეუფარდა. რადიო „ათინათს“ სასამართლოში განუმარტეს, რომ დაკავებულს ადვოკატი არ ჰყავს. მათივე ცნობით, მის წინააღმდეგ საქმე აღძრულია სს კოდექსის მე-11 პრიმა, 118-ე მუხლით, რაც ჯანმრთელობის განზრახ ნაკლებად მძიმე დაზიანებას გულისხმობს.

რაც შეეხება დაშავებულის ჯანმრთელობის მდგომარეობის, ზუგდიდის რეფერალური ჰოსპიტალის სამედიცინო მენეჯერის სულხან ორჟონიას განმარტებით, ის სტაბულურად არის და დღეს ბინაზე გაეწერება.

„ჭრილობა ბასრი იარაღით ჰქონდა მიყენებული მუცლის არეში. იყო ბადექონის დაზიანება, გაუკეთდა გადაუდებელი ოპერაცია. ამჟმად მისი მდგომარეობა დამაკმაყოფილებელია“, - განმარტა ორჟონიამ.

წინასასამართლო სხდომა ზუგდიდის რაიონულ სასამართლოში 29 მარტს გაიმართება.

Print Email
FaceBook Twitter
დაფინანსებული
ზამთარში თუ შვებულების საინტერესოდ გატარებას გეგმავ, მთავარი მისი სწორად დაგეგმვაა. სწორი გათვლებითა და მცირე დანახარჯებით შეგიძლიათ ოცნების არდადეგები მოიწყოთ.
ქალთა ფონდი "სოხუმი" დასავლეთ საქართველოს 10 მუნიციპალიტეტში ახორციელებს ქალების ურთიერთდახმარების პროექტს. ამ მიზნით, შეირჩა სპეციალური ჯგუფები, რომლებიც აქტიურ შეხვედრებს მართავენ და ხელს უწყობენ

,,ზუგდიდის დამოუკიდებელი ცხოვრების ცენტრი" მიმდინარე წლის აგვისტოდან ახორციელებს პროექტს ,,შეზღუდული შესაძლებლობის მქონე პირებისა და NEET-ახალგაზრდების ციფრული და სამეწარმეო მიმართულებით გაძლიერება".

ამავე კატეგორიაში
დღის სიახლეები
დილის ჩართვა
ოდაბადეშ კინოხონი
05 / დეკემბერი 2024
დადიანების სასახლეთა საგანძური
მთავარი საინფორმაციო გამოშვება
ჩვენი თვითმმართველობა
არქივი
ამინდი
ზუგდიდი 17 °C
img
სოხუმი 15 °C
img
ფოთი 15 °C
img
მესტია 5 °C
img
მოცემული ვებ გვერდი „ჯუმლას" ძრავზე შექმნილი უნივერსალური კონტენტის მენეჯმენტის სისტემის (CMS) ნაწილია. ის USAID-ის მიერ დაფინანსებული პროგრამის "მედია გამჭვირვალე და ანგარიშვალდებული მმართველობისთვის" (M-TAG) მეშვეობით შეიქმნა, რომელსაც „კვლევისა და გაცვლების საერთაშორისო საბჭო" (IREX) ახორციელებს. ამ ვებ საიტზე გამოქვეყნებული კონტენტი მთლიანად ავტორების პასუხისმგებლობაა და ის არ გამოხატავს USAID-ისა და IREX-ის პოზიციას.
This web page is part of Joomla based universal CMS system, which was developed through the USAID funded Media for Transparent and Accountable Governance (MTAG) program, implemented by IREX. The content provided through this web-site is the sole responsibility of the authors and does not reflect the position of USAID or IREX.