ზუგდიდის მთავარ ხეივანში „თანასწორობის მოძრაობის“ ადგილობრივი
ოფისის წარმომადგენლებმა ქალთა უფლებების დასაცავად აქცია
-პერფორმანსი გამართეს. აქციის ორგანიზატორებმა ქალის ფეხსაცმლები
გამოფინეს, რომელსაც თან იმ ქალების ისტორიები ახლდა, რომლებიც
სხვადასხვა მიზეზის გამო საკუთარ პრობლემებზე ღიად არ საუბრობენ.
„ამ აქციით ჩვენ შევეცადეთ ქალების სათქმელი მოგვეტანა
საზოგადოებამდე, ვინც ვერ უერთდება ქალთა უფლებებისთვის გამართულ
აქციას. შევეცადეთ ამ ფორმით გაგვეჟღერებინა ყველა იმ ქალის სათქმელი,
რომლებსაც სხვადასხვა მიზეზის გამო უწევს დუმილი. ეს ქალები არიან
სქესისა და სექსუალური ორიენტაციის ნიშნით დისკრიმინირებული. აქ არიან
შრომითი მიგრანტები, შრომითი ექსპლუატაციისა და სექსუალური ძალადობის
მსხვერპლებიც“, - აღნიშნა „თანასწორობის მოძრაობის“ სოციალურმა
მუშაკმა ცაბუნია ვართაგავამ.
დღეს ქალთა საერთაშორისო დღეა. წელს ქალთა საერთაშორისო დღე ქალთა
უფლებების, თანასწორობისა და სამართლიანობისთვის მიძღვნილი გლობალური
მოძრაობის პარალელურად აღინიშნება.
8 მარტი ქალთა საერთაშორისო დღედ 1975 წელს გაერთიანებული ერების
ორგანიზაციამ (გაერო) აღიარა.
ზამთარში თუ შვებულების საინტერესოდ გატარებას გეგმავ, მთავარი მისი სწორად დაგეგმვაა. სწორი გათვლებითა და მცირე დანახარჯებით შეგიძლიათ ოცნების არდადეგები მოიწყოთ.
ქალთა ფონდი "სოხუმი" დასავლეთ საქართველოს 10 მუნიციპალიტეტში ახორციელებს ქალების ურთიერთდახმარების პროექტს. ამ მიზნით, შეირჩა სპეციალური ჯგუფები, რომლებიც აქტიურ შეხვედრებს მართავენ და ხელს უწყობენ
,,ზუგდიდის დამოუკიდებელი ცხოვრების ცენტრი" მიმდინარე წლის აგვისტოდან ახორციელებს პროექტს ,,შეზღუდული შესაძლებლობის მქონე პირებისა და NEET-ახალგაზრდების ციფრული და სამეწარმეო მიმართულებით გაძლიერება".
მოცემული ვებ გვერდი „ჯუმლას" ძრავზე შექმნილი უნივერსალური კონტენტის მენეჯმენტის სისტემის (CMS) ნაწილია. ის USAID-ის მიერ დაფინანსებული პროგრამის "მედია გამჭვირვალე და ანგარიშვალდებული მმართველობისთვის" (M-TAG) მეშვეობით შეიქმნა, რომელსაც „კვლევისა და გაცვლების საერთაშორისო საბჭო" (IREX) ახორციელებს. ამ ვებ საიტზე გამოქვეყნებული კონტენტი მთლიანად ავტორების პასუხისმგებლობაა და ის არ გამოხატავს USAID-ისა და IREX-ის პოზიციას.
This web page is part of Joomla based universal CMS system, which was developed through the USAID funded Media for Transparent and Accountable Governance (MTAG) program, implemented by IREX. The content provided through this web-site is the sole responsibility of the authors and does not reflect the position of USAID or IREX.
მასალის გამოყენების პირობები