გიორგი გახარია ზუგდიდში: აფხაზეთი ჩვენი ქვეყნის ყველაზე დიდი გამოწვევაა (ვიდეო)
16:55 / 26.05.2018
შინაგან საქმეთა მინისტრი გიორგი გახარია ზუგდიდში იმყოფება. მან
საქართველოს დამოუკიდებლობის დღე
თავისუფლების მოედნიდან მიულოცა, მანამდე კი უწყების მიერ ქალაქში
მიმდინარე სხვადასხვა ღონისძიებას
გაეცნო და მათ მონაწილეებთან ფოტოებიც გადაიღო.
გახარიამ აღნიშნა, რომ შინაგან საქმეთა სამინისტროსთვის ზუგდიდან
დამოუკიდებლობის დღის მილოცვა პატივია, რადგან აქვე მდებარეობს
აფხაზეთი, რომელიც, მისივე თქმით, ამ ეტაპზე ქვეყნის მთავარი
გამოწვევაა.
„შსს-ს ერგო პატივი, ეს დღე საქართველოს მიულოცოს სამეგრელოდან და
ზუგდიდიდან, ეს არის ჩვენთვის ძალიან მნიშვნელოვანი, რადგან აქვე არის
ჩვენიგულის ტკივილი აფხაზეთი, რომელიც დღეს არის ქვეყნის ყველაზე დიდი
ამოცანა და გამოწვევა. ამ სადღესასწაულო დღეს მე სწორედ აქედან
სრულიად საქართველოს მინდა მივულოცო დამოუკიდებლობის ასი წლისთავი",
- აღნიშნა მან.
გარდა ამისა, შს მინისტრმა დამოუკიდებლობის დღის მნიშვნელობასაც
გაუსვა ხაზი და დასძინა, რომ საქართველო შესაძლებლობების ქვეყნად უნდა
იქცეს.
"მინდა გითხრათ, რომ პირველი რესპუბლიკა იყო გამორჩეული მოვლენა
ევროპულ პოლიტიკურ ცხოვრებაში, ეს იყო პირველი სოციალ-დემოკრატიული
მთავრობა, ისეთი დემოკრატიული ხარისხისა და ფასეულობების ინსტიტუცია,
რომელზეც ბევრი მაშინდელ ევროპაში ოცნებობდა. ვალდებულები ვართ, ის
მაღალი სტანდარტი გავაუმჯობესოთ და განვავითაროთ, რაც ჩვენმა
წინაპრებმა შექმნეს. სწორედ ესაა ჩვენი ფუნქცია და გამოწვევა, როგორც
უნდა ვიცხოვროთ ხვალინდელ დღეს . ეს არის ყველაზე დიდი ვალდებულება,
სრულად გააზრებით პასუხიმგებლობით ვიყოთ ორიენტირებულები ხვალინდელ
დღეზე, ყველამ შრომით და თავდადებით განვავითაროთ ეს ქვეყანა, რომ
საქართველო გახდეს არა გამოწვევების, არამედ შესაძლებლობების ქვეყანა
თითოეული ჩვენგანისთვის“, - განაცხადა გახარიამ.
შს მინისტრს ადგილობრივი ხელისუფლების წარმომადგენლები დახვდნენ.
ის ამ წუთებში დამოუკიდებლობის დღის საზეიმო ღონისძიებებს ეცნობა.
შინაგან საქმეთა სამინისტრო ზუგდიდში, თავისუფლების მოედანზე,
დამოუკიდებლობის გამოცხადების 100 წლისთავისადმი მიძღვნილ
ღონისძიებებს მართავს.
ზამთარში თუ შვებულების საინტერესოდ გატარებას გეგმავ, მთავარი მისი სწორად დაგეგმვაა. სწორი გათვლებითა და მცირე დანახარჯებით შეგიძლიათ ოცნების არდადეგები მოიწყოთ.
ქალთა ფონდი "სოხუმი" დასავლეთ საქართველოს 10 მუნიციპალიტეტში ახორციელებს ქალების ურთიერთდახმარების პროექტს. ამ მიზნით, შეირჩა სპეციალური ჯგუფები, რომლებიც აქტიურ შეხვედრებს მართავენ და ხელს უწყობენ
,,ზუგდიდის დამოუკიდებელი ცხოვრების ცენტრი" მიმდინარე წლის აგვისტოდან ახორციელებს პროექტს ,,შეზღუდული შესაძლებლობის მქონე პირებისა და NEET-ახალგაზრდების ციფრული და სამეწარმეო მიმართულებით გაძლიერება".
ზუგდიდში, უწყვეტი მოქალაქეების ნაწილის უწყვეტი პროტესტი გრძელდება. დღეს, 23 დეკემბერს, 17:00 საათზე სახელმწიფო რწმუნებულის ადმინისტრაციის შენობასთან მორიგი აქცია დაანონსდა.
ზუგდიდში წინასაახალწლო განათებების მონტაჟის გამო, ზვიად გამსახურდიას გამზირის ნაწილი საათზე მეტია გადაკეტილია. გზაზე ავტომობილებით გადაადგილება შეზღუდულია, რამაც საცობი გამოიწვია.
მოცემული ვებ გვერდი „ჯუმლას" ძრავზე შექმნილი უნივერსალური კონტენტის მენეჯმენტის სისტემის (CMS) ნაწილია. ის USAID-ის მიერ დაფინანსებული პროგრამის "მედია გამჭვირვალე და ანგარიშვალდებული მმართველობისთვის" (M-TAG) მეშვეობით შეიქმნა, რომელსაც „კვლევისა და გაცვლების საერთაშორისო საბჭო" (IREX) ახორციელებს. ამ ვებ საიტზე გამოქვეყნებული კონტენტი მთლიანად ავტორების პასუხისმგებლობაა და ის არ გამოხატავს USAID-ისა და IREX-ის პოზიციას.
This web page is part of Joomla based universal CMS system, which was developed through the USAID funded Media for Transparent and Accountable Governance (MTAG) program, implemented by IREX. The content provided through this web-site is the sole responsibility of the authors and does not reflect the position of USAID or IREX.
მასალის გამოყენების პირობები