ჩხოროწყუელი მოსწავლე ბრიტანულ რეკლამაში გადაიღეს (ფოტო, ვიდეო)
14:39 / 14.11.2019
ჩხოროწყუელი გუგა მამფორია რძის მწარმოებელი უმსხვილესი ევროპული ბრენდის Arla -ს სარეკლამო რგოლში გამოჩნდა. 11 წლის ბიჭის მამის გრიგოლ მამფორიას ინფორმაციით აღნიშნულ ვიდეოში მონაწილეობის მისაღებად,
ქასტინგი დაახლოებით 50-მდე ქართველმა ბავშვმა გაიარა.
„ფეხბურთელია, დინამოელი და იმყოფებოდა თბილისში. ფაქტიურად, შემთხვევით გადაუღო ქუჩაში ფოტო ერთ-ერთმა მოქალაქემ, თიკა ჯაბანაშვილმა, რომელიც მოგვიანებით გავიცანით. ეს ფოტო თიკამ სოციალურ ქსელში განათავსა. აღმოჩნდა, რომ კინოსტუდია „სარკეს“ მოეწონა რეკლამისთვის გუგას ტიპაჟი და რამდენიმე დღე ინტერნეტში გვეძებდნენ. ქასტინგში 50 ბავშვი მაინც მონაწილეობდა, მერე ინგლისიდანაც ჩამოვიდნენ, ნახეს გუგა და მოეწონათ“, - ამბობს გრიგოლ მამფორია.
მისივე თქმით, თბილისში გადაღებული რეკლამა, რომელშიც სხვა ქართველი მსახიობებიც მონაწილეობენ, ინგლისურ ტელევიზიებში უკვე გადის.
„გუგა გარეგნულადაც და ხასიათითაც განსაკუთრებულია, არავის ჰგავს. ასევე მოწვევა ჰქონდა „ჩემი ცოლის დაქალებიდან“, თუმცა თამაში ჰქონდა ლიტვაში და ვერ მოახერხა მისვლა“, - უთხრა რადიო „ათინათს“ გუგას მამამ.
გუგა მამფორია ჩხოროწყუს I საჯარო სკოლის მე-7 კლასის მოსწავლეა. ამავდროულად მოზარდი მარტვილის საფეხბურთო აკადემიაში ირიცხება.
„ქეა კავკასია“ ახორციელებს პროექტს ,,ფერმერთა საველე და ბიზნეს სკოლა“(FFBS), რომელიც მიზნად ისახავს მცირე და საშუალო მეწარმეების შემოსავლის, მოგებისა და მედეგობის გაზრდას, გენდერულად ტრანსფორმაციული და კლიმატ-
აფხაზეთის თვითაღიარებული რესპუბლიკის ეკონომიკის ყოფილმა „მინისტრმა“ და ადგილობრივი ოპოზიციის ლიდერმა, ადგურ არძინბამ განაცხადა, რომ დე ფაქტო რესპუბლიკა შეიძლება გახდეს რუსეთ-ბელორუსის საკავშირო სახელმწიფოს ერთიანი ვალუტის საცდელი ადგილი. ამის შესახებ მან რუსულ РБК - სთვის მიცემულ ინტერვიუში ისაუბრა.
„ახლა აფხაზეთში არ ვარ, რამდენიმე დღით მიფრინავ მოსკოვში“, - ამის შესახებ რუსულ „ტასს“ დე ფაქტო რესპუბლიკის ყოფილმა „პრეზიდენტმა“ ასლან ბჟანიამ განუცხადა.
მოცემული ვებ გვერდი „ჯუმლას" ძრავზე შექმნილი უნივერსალური კონტენტის მენეჯმენტის სისტემის (CMS) ნაწილია. ის USAID-ის მიერ დაფინანსებული პროგრამის "მედია გამჭვირვალე და ანგარიშვალდებული მმართველობისთვის" (M-TAG) მეშვეობით შეიქმნა, რომელსაც „კვლევისა და გაცვლების საერთაშორისო საბჭო" (IREX) ახორციელებს. ამ ვებ საიტზე გამოქვეყნებული კონტენტი მთლიანად ავტორების პასუხისმგებლობაა და ის არ გამოხატავს USAID-ისა და IREX-ის პოზიციას.
This web page is part of Joomla based universal CMS system, which was developed through the USAID funded Media for Transparent and Accountable Governance (MTAG) program, implemented by IREX. The content provided through this web-site is the sole responsibility of the authors and does not reflect the position of USAID or IREX.
მასალის გამოყენების პირობები