ზუგდიდში სასტუმრო "ლეთოს" საკონფერენციო დარბაზში საქართველოს პოლიტიკის ინსტიტუტის (GIP) მომავალ ლიდერთა სკოლის გახსნის ცერემონია გაიმართა.
პროექტი მიზნად ისახავს ახალგაზრდების ცნობიერების ამაღლებას პოლიტიკური პროცესებისა და დემოკრატიზაციის შესახებ, მონაწილეების ლიდერული უნარ-ჩვევების განვითარებას, მათი პოლიტიკური და სოციალური ჩართულობის წახალისებას და ასევე პროფესიულ ზრდას. პროექტის ფარგლებში მონაწილეებს საშუალება ექნებათ ცნობიერება აიმაღლონ სხვადასხვა აქტუალურ თემაზე, თავიანთი ხედვები გაუზიარონ პოლიტიკოსებს, ექსპერტებსა და ლიდერებს ღია ტიპის დისკუსიებში და დემოკრატიის ახალგაზრდულ ფორუმში მონაწილეობით.
პირველ ეტაპზე, მომავალ ლიდერთა სკოლა 6 თვეს გაგრძელდება და 24 ტრენინგ მოდულის ფარგლებში ისეთ თემებს შეეხება, როგორებიცაა: საჯარო პოლიტიკა, საგარეო ურთიერთობების გამოწვევები, პოლიტიკური და სოციალური კამპანია, ქალთა პოლიტიკური ჩართულობა, აქტივიზმი და სხვა. ზუგდიდის გარდა, მიმდინარე თვეში, ELS-ი ბათუმში, რუსთავსა და თბილისშიც გაიხსნება. საქართველოს პოლიტიკის ინსტიტუტი (GIP) არის არაკომერციული, არაპარტიული, კვლევითი და ანალიტიკური ორგანიზაცია, რომელიც 2011 წლის დასწყისში დაარსდა. ინიციატივა GIP-ის მიმდინარე პროექტის „ცვლილებებზე ორიენტირებული ახალგაზრდების ხელშეწყობა საქართველოში“ ფარგლებში, USAID-ის ფინანსური მხარდაჭერითა და კავკასიის კვლევითი რესურსების ცენტრთან (CRRC საქართველო) თანამშრომლობით ხორციელდება.
„მე-16 ელემენტის" და „ნაციონალიზმისა და კონფლიქტის კვლევის ინსტიტუტის“ (ISNC) , “Digital Interaction for Peace” / DIP Project-ის ფარგლებში გადაიღეს დოკუმენტური ფილმი სახელწოდებით "თაობა კონფლიქტს მიღმა".
სურსათის უვნებლობა მოქალაქეების ჯანსაღი და უსაფრთხო ცხოვრების ერთ-ერთი მნიშვნელოვანი კომპონენტია. პროდუქტებში შემავალმა საკვებმა დანამატებმა და გენეტიკურად მოდიფიცირებულმა ორგანიზმებმა შეიძლება გავლენა იქონიონ ჩვენს ჯანმრთელობაზე. ზუგდიდში, სხვადასხვა ლოკაციაზე, მოქალაქეებს ვკითხეთ, ამოწმებენ თუ არა ვადებს და ეტიკეტს პროდუქტის შეძენისას.
ზუგდიდში, ჩეხეთის რესპუბლიკის, შვედეთისა და ევროკავშირის მხარდაჭერით ხორციელდება პროექტი „ხალხი და რეგიონები სურსათის უვნებლობისთვის“, რომელშიც სხვადასხვა პროფილის სურსათის მწარმოებელი ბიზნეს ოპერატორები, ადგილობრივი ფერმერები და მეწარმეები მონაწილეობენ. პროექტის მიზანია რეგიონებში სურსათის უვნებლობის მიმართულებით საინფორმაციო გარემოს გაუმჯობესება და მოსახლეობის ინფორმირებულობის ამაღლება.
ოკუპირებული აფხაზეთის არჩეული „პრეზიდენტის“ ბადრა გუნბას ინაუგურაციას რუსეთის პრეზიდენტის ადმინისტრაციის აპარატის უფროსის პირველი მოადგილე სერგეი კირიენკო დაესწრება.
მოსკოვში აცხადებენ, რომ 2025 წლიდან, ყოველწლიურად გაიმართება რუსულ-აფხაზური ბიზნეს ფორუმი, რომელიც რუსეთის ფედერაციის ფედერალური ბიუჯეტიდან დაფინანსდება, წერს „აფსნიპრესი“.
დღეს, 31 მარტს, ზუგდიდში, სახელმწიფო რწმუნებულის ადმინისტრაციის შენობის წინ მორიგი პროევროპული აქცია გაიმართება. პროტესტის 124-ე დღე, სიმბოლურად, საქართველოში დამოუკიდებლობის აღდგენის რეფერენდუმის დღეს ეძღვნება.
მოცემული ვებ გვერდი „ჯუმლას" ძრავზე შექმნილი უნივერსალური კონტენტის მენეჯმენტის სისტემის (CMS) ნაწილია. ის USAID-ის მიერ დაფინანსებული პროგრამის "მედია გამჭვირვალე და ანგარიშვალდებული მმართველობისთვის" (M-TAG) მეშვეობით შეიქმნა, რომელსაც „კვლევისა და გაცვლების საერთაშორისო საბჭო" (IREX) ახორციელებს. ამ ვებ საიტზე გამოქვეყნებული კონტენტი მთლიანად ავტორების პასუხისმგებლობაა და ის არ გამოხატავს USAID-ისა და IREX-ის პოზიციას.
This web page is part of Joomla based universal CMS system, which was developed through the USAID funded Media for Transparent and Accountable Governance (MTAG) program, implemented by IREX. The content provided through this web-site is the sole responsibility of the authors and does not reflect the position of USAID or IREX.
მასალის გამოყენების პირობები